თეგებით ძიება
27. 03. 2020 News-ები

"ბენი წინა ზოლშია, დღეში 100-ზე მეტი პაციენტი მიდის მასთან და სავარაუდოდ ყველას კორონავირუსი აქვს..." - ნუკი კოშკელიშვილის ემოციური მიმართვა

ტელეწამყვანი და მოდელი ნუკი კოშკელიშვილი ინსტაგრამის პირად გვერდზე მეუღლის, ბენის ფოტოს აქვეყნებს.როგორც ირკვევა, ნუკის მეუღლე ექიმია და კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში, ამერიკაში ებრძვის ინფექციას.ნუკი საზოგადოებას მიმართავს და წერს, რომ იყვნენ სახლში, რადგან ასე უფრო დაცული იქნება ყვველა მათგანი.
"არც პანიკას არ ავყვები და არც არაფერი მსგავსი. გუშინ საღამოს ვისხედით და ვსაუბრობდით, აქ თბილისში, სახლში (იზოლიაციამ გამალოთა და გამასუქა). ვუყურებდი სტატისტიკებს და თითქოს იკლო და გადავწყვიტეთ რომ ერთი ორი კვირაც და მორჩება ეს უბედურება. მერე ველაპარაკე ბენს @benjichaim , რომელიც წინა ზოლშია, იბრძვის ყოველ დღე!!! დღეში 100 ზე მეტი პაციენტი მიდის მასთან და ყველას სავარაუდო კორონა აქვს.. სანამ მე ვჭიკჭუკებდი ჩემებთან და ვგეგმავდი ამ ყველაფრის დროულ დამთავრებას, მაჩვენებლები შეიცვალა, ამერიკა უკვე მესამე ქვეყანა (ინფიცირულების რაოდენობით)და შესაბამისად წითელ ზოლშია... არვიცი დავალაგე თუ არა აზრი ან საერთოდ არის თუ არა რამე აზრი ჩემს პოსტში. უბრალოდ თქვენ გეუბნებით, ძალიან ვნერვიულობ, ამ დროს მარტივია თავი დაიცვა, ჩაიკეტე სახლში და იყავი ტკბილად, იტიკ ტოკე, იჭორავე იცინე. იქამდე ვიდრე სახლში ვართ დაცულები ვართ. აი იმან რა თქვას ვისაც ცხვირი აქვს გახეხილი სათვალის და პირბადისგან?! თქვენ თავსაც საფრთხეში აყენებთ, თქვენ ახლობლებსაც და იმათაც ვინც დარჩა სამსახურში თქვენთვის, მაშინ როცა იღებთ გადაწყვეტილებას მაინც გახვიდეთ სახლიდან!!! #დარჩისახლში" - წერს ნუკი კოშკელიშვილი ინსტაგრამის პირად გვერდზე..

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა