თეგებით ძიება
27. 03. 2020 News-ები

\'\'სწრაფ ტესტებს ასპროცენტიანი კლინიკური ღირებულება არ გააჩნიათ\'\'- რატიანი

\'\'სწრაფი ტესტები სხვა ვირუსული დაავადებების პერიოდშიც არსებობს, მაგრამ კლინიკური ღირებულება მათ ასპროცენტიანი არ გააჩნიათ\'\' - ასე გამოეხმაურა თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი სწრაფი ტესტების ასპროცენტიანობას. მისივე თქმით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ მითითებს, ყველა უნდა დაემორჩილოს.

\'\'როგორც გადაწყვეტს ჯანდაცვის სამინისტრო, რეგულირების სააგენტო და NCDC, ისე განხორციელდება. დაგვავალებს და მოგვცემს ტესტებს, ჩაატარეთო? ჩავატარებთ. სწრაფი ტესტები სხვა ვირუსული დაავადებების პერიოდშიც არსებობს, მაგრამ კლინიკური ღირებულება მათ ასპროცენტიანი არ გააჩნიათ, აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ განგიმარტოთ, სწრაფი ტესტის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის ‘’ნოუჰაუ’’. როცა არის პანდემია და როცა ქვეყანაში ეპიდემია ცხადდება, შესაძლებელია, არ ჩატარდეს სწრაფი ტესტები. ყველა პაციენტი, რომელსაც აქვს გრიპის მსგავსი და მისი მოვლენები სიმპტომატიკით, სავარაუდოდ, უნდა გატარდეს, როგორც „COVID-19“ და უნდა ვუმკურნალოთ, როგორც „COVID-19-ს“, - განაცხადა რატიანმა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა