თეგებით ძიება
02. 04. 2020 News-ები

"ჩინეთმა კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოს დაუმალა" - ამერიკის დაზვერვა

ამერიკის დაზვერვამ მოიძია ინფორმაცია და შეადგინა დოკუმენტაცია თეთრი სახლისთვის, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ჩინეთმა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელება დამალა.

გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა პირველი შემთხვევების შესახებ მონაცემებსა და ინფორმაციებს ჩინური მხარე მსოფლიოს რამდენიმე თვის განმავლობაში უმალავდა და არ ასაჯაროებდა ფაქტებს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს ბლუმბერგი.

მაღალი თანამდებობის პირებმა მოითხოვეს, რომ მათი იდენტიფიცირება არ მომხდარიყო, რადგან მომზადებული ანგარიში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არის სახელმწიფო საიდუმლოება.

მათი თქმით, ჩინეთმა საზოგადოებას არაზუსტი და არასრული ინფორმაცია მიაწოდა კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ. ამერიკული სადაზვერვო უწყების თქმით, ჩინეთის მიერ გამოქვეყნებული ციფრები სიმართლეს არ შეესაბამება და რეალური მონაცემებით გაცილებით მეტია დაღუპულთა რაოდენობა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა