თეგებით ძიება
02. 04. 2020 News-ები

კორონავირუსი ბათუმიდან გადმოყვანილი 10 წლის ბავშვის მშობელსაც დაუდასტურდება - ეზუგბაია

გუშინ ბათუმიდან კორონავირუსით ინფიცირებული 10 წლის ბავშვი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მშობელთან ერთად შეიყვანეს. როგორც დღეს ირკვევა, ბავშვის მშობელს კლინიკური სიმპტომები აღენიშნება.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ვარაუდით კორონავირუსი მასაც დაუდასტურდება,

„გუშინ შემოვიდა ოთხი ახალი შემთხვევა, მათ შორის ერთი იცით ბათუმიდან მოდიოდა, მოზარდი თავის მშობელთან ერთად. ბავშვს დადგენილი აქვს, მშობელს დადასტურებული არ აქვს, მაგრამ უკვე მასაც კლინიკა აქვს და ასევე დაუდასტურდება“ ,- აღნიშნა ეზუგბაიამ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა