თეგებით ძიება
02. 04. 2020 News-ები

Covid 19: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი პაციენტებიდან ერთი სომხეთიდან არის შემოსული, ორი საფრანგეთს უკავშირდება, მეოთხეს წყარო ბოლომდე დადგენილი არ არის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი ახალი პაციენტიდან ერთი სომხეთიდან შემოსულია, ორი შემთხვევა საფრანგეთს უკავშირდება, ხოლო მეოთხეს ინფიცირების წყარო ბოლომდე დადგენილი არ არის.
„შემოსული ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის. გაფართოებული კვლევები დღეს ჩაუტარდებათ. მიღებული მონაცემებით და პაციენტის მდგომარეობის შეჯერებით შეფასდება მათი საერთო ზოგადი მდგომარეობა და მოგახსენებთ დინამიკაში“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.

სამედიცინო დირექოტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ მეოთხე შემთხვევაზეც მაინც იკვეთება, რომ შემოტანილი შემთხვევაა.

ეზუგბაიას თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი მკურნალობს.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა