თეგებით ძიება
02. 04. 2020 News-ები

10 საპირველაპრილო ხუმრობა, რომელიც სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ

თუ ხუმრობები გიყვართ და 1-ელ აპრილს ელოდებით, რათა "ლეგალურად" გაეხუმროთ თქვენს მეგობრებს, ეს სტატია სწორედ სათქვენოა - გთავაზობთ რამდენიმე სახალისო და საკმაოდ უწყინარი ხუმრობის იდეას.
ვაშლი სიურპრიზით


კარამელით დაფარული ხახვი, რომელსაც ვაშლისგან ვერ გამოარჩევ. ამიტომ, თუ ვინმე მსგავსს შემოგთავაზებთ 1-ელ აპრილს, უმჯობესია, თავაზიანად უარი უთხრათ.


აკვარიუმი სამუშაო მაგიდაზე


თქვენი კოლეგა აკვარიუმზე ოცნებობდა? დაეხმარეთ ამ ოცნების განხორციელებაში: შეფუთეთ მაგიდის უჯრა წყალგაუმტარი ცელოფნით, ჩაყარეთ კენჭები, დაამატეთ წყალი, ჩაუშვით სათამაშო თევზები და მოუწყვეთ აკვარიუმი პირდაპირ სამუშაო მაგიდაზე.


"ფეთქებადი
ტორტი"


არა, ეს არ გახლავთ პეტარდები სანთლების ნაცვლად. ფეთქებადი ტორტისთვის დაგჭირდებათ შვრიის ფანტელების ყუთი, ბუშტი, წებოვანი ლენტი და ათქვეფილი ნაღები. ამ ყველაფრისგან "ვაცხობთ" ტორტს და ვთხოვთ "მსხვერპლს", დაჭრას.

ფუნთუშები მაიონეზით

თუ თქვენს თანამშრომლებს უყვართ თქვენი საჭმლით სუსნაობა დაუკითხავად, 1-ლი აპრილი შესანიშნავი საბაბია, "იძიოთ შური". შეიძინეთ ფუნთუშები შიგთავსის გარეშე და მაიონეზი. კულინარიული შპრიცის მეშვეობით შეიყვანეთ მაიონეზი და "გაუმასპინძლდით" მსუნაგ თანამშრომლებს.


ქილა სასმლით, რომელიც არ იხსნება


გაუმასპინძლდით მეგობარს გაზიანი სასმლით. წინასწარ გადაატრიალეთ ქილის გასაღები ისე, რომ ვერ გახსნას. რა თქმა უნდა, ყურადღებიანი ადამიანი მიხვდება, რაშია საქმე, მაგრამ ცოტათი მაინც გაწვალდება.

დახატული ობობა

ამ ქმნილებების უმეტესობა ჩვენგანს ეშინია. ამიტომ ტუალეტის ქაღალდზე რეალისტურად მიხატული ობობა ხანმოკლე შოკში ჩააგდებს მას, ვინც გამოიყენებს.


ტოსტერი "ხმოვანი მართვით"



როგორ მუშაობს ეს: მიამაგრეთ საოფისე ტოსტერს ან ყავის აპარატს მინაწერი ინფორმაციით, რომ მოწყობილობის ხმოვანი მართვაა შესაძლებელი. დააკვირდით თანამშრომლებს ამ საქმიანობაში და გაატარეთ მხიარული დილა.

წყარო:trend.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა