თეგებით ძიება
02. 04. 2020 News-ები

კლავს თუ არა სითბო კორონავირუსს: ექსპერტმა შეაფასა კლიმატის გავლენა ეპიდემიაზე

რუსეთის ჰიდრომეტცენტრის ხელმძღვანელმა, მეცნიერმა რომან ვილფანდმა შეაფასა კლიმატის გავლენა კორონავირუსის გავრცელებაზე. როგორც ექსპერტმა განაცხადა, ვირუსის სისწრაფით გავრცელება სულაც არ არის დამოკიდებული კლიმატზე, ვინაიდან ამ თეორიას უარყოფს თბილ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა.

"ტაილანდში, სადაც 30 გრადუსია ჰაერის ტემპერატურა, კორონავირუსი ჩვეულებრივ არსებობს. ანალოგიური სიტუაციაა თურქეთში, ისრაელსა და სირიაში, სადაც 25 გრადუსია, მაგრამ ვირუსი იქაც დიდი სისწრაფით ვრცელდება" - განაცხადა მეტეოროლოგმა.

ამასთანავე, ვილფანდმა დაუშვა, რომ პირდაპირი მზის სხივები აისახება COVID-19-ის აქტივობაზე, თუმცა ამის გასამტკიცებლად აუცილებელია უტყუარი მტკიცებულებები.

შეგახსენებთ, რომ
რამდენიმე ხნის წინ მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ კორონავირუსის გავრცელება კლიმატზე იყო დამოკიდებული. მათი ვარაუდით, "გრიპი ან ნაწლავის ინფექცია უფრო აქტიური ზამთრის თვეებშია. შესაბამისად, ინფექციური დაავადებებიც, დიდი ალბათობით, სიცხეზე კვდება", რაც სინამდვილეს აღარ შეესაბამება.

წყარო:trend.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა