თეგებით ძიება
02. 04. 2020 News-ები

ჩვენი რეკომენდაციები ეხებათ მორწმუნეებსაც და ათეისტებსაც, სოციალური დისტანცირება ერთადერთი გზაა, რათა ქვეყანაში შემთხვევების მატების ტემპი იყოს კონტროლირებადი - იმნაძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე დისტანციის დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყნაში კორონავირუსის შემთხვევბის მატების ტემპი რომ კონტროლირებადი იყოს და დღეში ასეულობით შემთხვევაში არ გადაიზარდოს, ერთადერთი გზა სოციალური დისტანცირებაა.

იმნაძე რელიგიური დღესასწაულების მოახლოებისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვის შესახებ დასმულ კითხვაზე ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები ყველას თანაბრად ეხება.

„რა თქმა უნდა, ნებისმიერ იმ ადგილას, სადაც არის ადამიანების თავმოყრა, შესაძლებელია, ინფექციის გადაცემა მოხდეს. ეს შეიძლება, მოხდეს ყველგან. ამის მაგალითები გვაქვს, სადაც უკვე მოხდა, გარკვეულ ადგილებში, სადაც ადამიანები მუშაობენ ერთად, ასევე, სადაც იკრიბებიან. სადაც ადამიანები იკრიბებიან ერთად, იქ ყველგან შეიძლება, მოხდეს გადაცემა, მათ შორის ეკლესიაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი რეკომენდაცია ეხება ყველას ერთნაირად, მათ შორის, მორწმუნეებსაც, მათ შორის ათეისტებსაც, მათ შორის ანტიეკლსიურებსაც. ყველას ეხება ეს ჩვენი მოწოდება, რომ მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი სახის კონტაქტებისგან. სოციალური სახის დისტანცირება არის ერთადერთი გზა, რათა ქვეყანაში ინფექციის შემთხვევების მატების ტემპი იყოს კონტროლირებადი, არ გამოიხატებოდეს დღეში ასეულობით. შეიძლება, იყოს ათეულობით ახალი შემთხვევა და არა ასეულობით. ამისათვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საჭიროა ყველა ჩვენგანმა მაქსიმალურად დაიცვას ყველა ის ღონისძიება, რაც არის არაერთხელ ნათქვამი. მათ შორის, სოციალური დისტანცირება, ოჯახებშიც კი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა