თეგებით ძიება
09. 04. 2020 News-ები

კორონავირუსის გავრცელების პიკს სავარაუდოდ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში უნდა ველოდოთ - პრემიერი

როდისაა მოსალოდნელოი ინფექციის პიკი საქართველოში - გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პიკს აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში უნდა ველოდოთ.

„ეს უკაშირდება ყველაფერს და პირველ რიგში, რისკების შეფასებას ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან. საერთოდ ამ პროტოკოლის შეცვლა დაკავშირებულია პირველ რიგში რისკების შეფასებასთან და ეპიდემიის განვითარებასთან, ახალ ეტაპზე გადასვლასთან. ქვეყანაში მოგეხსენებათ, ჩვენ ახლა უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე ვართ და ზუსტად ჯერ ეპიდემიოლოგები ვერ აფასებენ, თუმცა პიკს ველოდებით სადღაც აპრილის ბოლო-მაისის დასაწყისისკენ, სადღაც ამ პერიოდში. თუმცა ყველას კარგად უნდა გავესმოდეს, ეს ისეთი გამოწვეაა დღეს არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოსთვის, რომ აქ ყველანაირი პროგნოზი არის პირობითი. ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ ის, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში – მთავრობები, მოქალაქეები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სამოქალაქო სექტორის ისე, რომ ზუსტი პროგნოზების საშუალება სამწუხაროდ, ჯერ არ გაქვს. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, როგორც მოქალაქისთვის, ასევე მთავრობისთვის, ეკონომიკისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა