გთავაზობთ აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის ნევროლოგის დალი ბერულავას რეკომენდაციებს - როგორ გავუმკლავდეთ თვითიზოლაციის დღეებს
მოგეხსენებათ, თვითიზოლაცია არც არდადაგებია და არც შვებულება. აუცილებელია მოახერხოთ და სწორად გაანაწილოთ პრიორიტეტები პირად საქმესა და ვალდებულებებში. თვითიზოლაცია - ეს თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, რომელსაც არ სურს ეპიდემიის გავრცელება. თუმცა, ყველას ერთნაირად არ შეუძლია გაუმკლავდეს ამ პერიოდს თავისი განწყობისთვის ზიანის მიყენების გარეშე. ეს ფსიქიკის ჩვეული დამახასიათებელი თვისებაა, რომელიც ადაპტაციას გადის ახალ პირობებთან.
სოციალური კავშირების შენარჩუნება
ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა. ურთიერთობები ტელეფონით, სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ვიდეოკონფერენციები, სადაც შესაძლებელია არათუ რამე ახლის სწავლა, არამედ, უბრალოდ, ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვა და საუბარი დაგეხმარებათ განწყობის გაუმჯობესებაში.
განრიგით ცხოვრება
თითქოს ახლა შეგვიძლია მივცეთ თავს გვიან ადგომისა და მრავალსაათიანი დასვენების უფლება. თუმცა, არ გირჩევთ თვითიზოლაციის პირობებში დროის უმიზნოდ ფლანგვას. მკაცრი განრიგი არ დატოვებს შესაძლებლობას ემოციური არასტაბილურობის, დეპრესიისა და არაორგანიზებულობისთვის და შეიძლება გახდეს მაშველი რგოლი განგაშისა და სასოწარკვეთის პერიოდშიც კი.
უფროსი თაობის მხარდაჭერა
ჩვენ უკვე ვიცით რისკის ჯგუფების შესახებ და მზად ვართ, რომ ჩვენი ხანშიშესული ოჯახის წევრები არ დაზარალდნენ ეპიდემიის დროს. სპეციალისტები გვირჩევენ პროდუქტებისა და წამლების შეძენასა და კართან მათ დატოვებას, რათა არ მოხდეს მათთან დაკონტაქტება და ვირუსის გავრცელება. ეს გამართლებულია სანიტარული ნორმების თვალსაზრისით, მაგრამ ძალიან რთული მისაღებია მშობლებისა და ბებია-ბაბუებისთვის. ხშირად დაურეკეთ, მისწერეთ, მოიფიქრეთ რამე, რათა მათ არ იგრძნონ თავი სრულ იზოლაციაში.
ხელსაქმის კეთება
საინტერესო ხელსაქმემ შესაძლოა მოგაშოროთ განგაში და ნულამდე დაიყვანოს პანიკური განწყობა. სამუშაოს დამთავრების შემდეგ მიღწეული შედეგების ხილვა კი დაგეხმარებათ თქვენი ცხოვრების გაკონტროლებაში. გაცილებით საინტერესო იქნება, თუ თქვენთვის ახალ ხელსაქმეს შეისწავლით, უფრო კონცენტრირებული იქნებით და ჩართულობის ხარისხიც მაღალი იქნება.
სპორტით დაკავება
მოძრაობის დეფიციტის პირობებში, დილაობით ბანალური ვარჯიში შეიძლება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გახდეს. თუ ძალა გყოფნით, შეეცადეთ აითვისოთ რაიმე ახალი სპორტში.
დაუთმეთ დრო ინფორმაციულ ჰიგიენას
· გაიგეთ სიახლეები ზომიერად და საიმედო წყაროებიდან;
· შეეცადეთ არ ისაუბროთ პანდემიაზე.
გთხოვთ გავუფრთხილდეთ საკუთარ და ყველა ჩვენგანის ჯანმრთელობას!
წყარო:newposts.ge