თეგებით ძიება
24. 04. 2020 News-ები

უკრაინა ეკონომიკური ცუნამის წინაშეა, უნდა ვეცადოთ, დარტყმა სუსტი იყოს - სააკაშვილმა რადაში ეკონომიკური რეფორმების პროგრამა წარადგინა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის ვიცე-პრემიერობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა რადის ყველაზე დიდ ფრაქციაში "ხალხის მსახური" ეკონომიკური პროგრამა წარადგინა.

"ხალხის მსახური" პრეზიდენტ ზელენსკის ფრაქციაა და მასში რადის ყველაზე მეტი წევრია. მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკური რეფორმების პროგრამა წარადგინა და განაცხადა, რომ უკრაინა ეკონომიკური ცუნამის წინაშეა.

მისი თქმით, საჭიროა ეფექტური მოქმედება, რათა დარტყმა, რაც შეიძლება სუსტი იყოს და უკრაინა ამ სიტუაციიდან ღირსეულად გამოვიდეს.

სააკაშვილს ამ დღეებში სხვა ფრაქციებშიც მოუსმენენ, მათ შორის, პეტრო პოროშენკოს ფრაქციაში. პრეზიდენტ ზელენსკის წარდგენის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს თანამდებობაზე დასამტკიცებლად მხოლოდ პრეზიდენტის ფრაქციის მხარდაჭერა არ ჰყოფნის, თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ზელენსკის რადაში ჰყავს გუნდი, რომელიც მის წინადადებას გაიტანს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს რეფორმების მიმართულების კურირება და ვიცეპრემიერის თანამდებობა ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესთავაზა. საქართველოში ამ ფაქტის გახმაურებას ოფიციალური თბილისის მწვავე რეაქცია მოჰყვა. პრემიერმინისტრმა გახარიამ განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორისგან მიუღებელია არაერთ დანაშაულში მხილებუკლი და რამდენიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირის დანიშვნა ვიცეპრემიერად. მისი თქმით, უკრაინიდან ელჩი ჯერ არ გამოუწვევიათ, მაგრამ თუ მიხეილ სააკაშვილი დაინიშნება, "რეაქცია აუცილებლად იქნება"

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა