თეგებით ძიება

როგორია მამაკაცისთვის ის ერთადერთი ქალი, მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე

ცნობილია, რომ კაცები მონადირეები არიან ბუნებით, თუმცა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით კვლევებმა განსაზღვრა თითოეულის მამაკაცისთვის შესაფერისი ქალის ტიპაჟი, დღეს წარმოგიდგენთ მათ.

ვერძი მას უყვარსაქტიური და ჭკვიანი ქალები. მისთვის სილამაზე მეორე ადგილზე დგას, პირველზე კი ინტელექტი.

კუროს იდეალური ქალი არის ის, ვინც კერძების მომზადება კარგად იცის და ფული გაეგება, მისი მენეჯმენტი და ა.შ.

ტყუპისთვის აუცილებელია მხიარული ქალი, რომელთანაც არასდროს მოიწყენს. მისთვის სილამაზე არ არის პრიორიტეტი, მთავარია ლაღი და გულღია ქალბატონი იპოვოს.

კირჩხიბისთვის სიმბოლიზმია მთავარი, ამიტომ იმ ქალს ანიჭებს უპირატესობას, რომელიც მის დედას ჰგავს, ადამიანს, რომელმაც იგი გაზარდა.

ლომს ხელგაშლილი, აქტიური, გულღია და ბავშვური ქალები მოსწონს. მათში რაღაცას ისეთს პოულობენ, რაც სხვებმა ასაკის მატებასთან ერთად დაკარგეს ცხოვრების მანძილზე.+

ქალწულს უყვარს ქალი, რომელიც არ არის კონფლიქტური. მას ხიბლავს ინტელექტუალური მანდილოსნები, რომლებმაც ლოგიკურად აზროვნება და ინფორმაციის მალე “გადახარშვა” იციან.

სასწორისთვის იდეალური ქალი უნდა იყოს ლამაზი და ელეგანტური. ის უპირატესობას ვიზუალს ანიჭებს, ასე რომ – სტილი და სილამაზე პირველ ადგილზე დგას.

მორიელი არის პარადოქსების მოყვარული. ამიტომ მას უყვარს გარედან უხეში, კონფლიქტური და აგრესიული, ხოლო შინაგანად საყვარელი და გულჩვილი მანდილოსნები. მათთვის ემოციებზე თამაში დიდი სიამოვნებაა.

მშვილდოსანი აღტაცებაში მოდის ქალით, რომელიც მოგზაურობის და გიჟური იდეების მოყვარულია. რომელთანაც იგი არ მოიწყენს და გააკეთებს ისეთ რაღაცას, რასაც თვითონ ვერც კი გაბედავდა.

თხის რქა ბედნიერი გახდება, თუ იპოვის ქალს, რომელიც ტრადიციული და მშვიდია, ასევე უყვარს იუმორის გრძნობა და სარკაზმი ქალში. ხანდახან მოსწონს, როდესაც ლიდერი მანდილოსანია და ამით ტვირთს იხსნის მხრებიდან.

მერწყული ბედნიერია, როცა მისი მეწყვილე თავისუფალი და სპონტანურია. მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს თვისებები როგორიცაა ერუდირება, ინტელექტი და “დამცინავი ხასიათი”.

თევზები იდეალურს ჩათვლის ქალს, რომელიც ერთბაშად თამაშობს დედას, ცოლს, დიასახლისსა და ფსიქოლოგს. თევზები ბუნბით სუსტები არიან, ამიტომ “ყველა ერთში” პაკეტი სჭირდებათ.

წყარო:genius.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა