თალაკვაძის ტყუილი ივანიშვილის დავალებით - "ახლა უკვე ელოდონ განცხადებების მთელ წყებას მსოფლიოს სხვადასხვა პოლიტიკური დედაქლაქებიდან"-ნიკა მალია
"დასავლეთმა ღიად თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს შეთანხმებისას პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერების გათავისუფლება არ განხილულა ტყუილია".
"ქართული ოცნება" ამერიკისა და ევროკავშირის ერთობლივ განცხადებით კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. ოპოზიციის შეფასებით, მოსახლეობის კიდევ ერთხელ "გადაგდების" შემთხვევაში დასავლეთის ნაბიჯი კიდევ უფრო მკაცრი იქნება:
როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი, ნიკა მალია აღნიშნავს, დასავლეთმა ღიად თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს შეთანხმებისას პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერების გათავისუფლება არ განხილულა ტყუილია.
"თალაკვაძე გამოვიდა ჩაატარა ბრიფინგი, მილიარდერის დავალებით და მალევე აშშ პასუხობს, ეს რას ნიშნავს, რომ რაც თალაკვაძემ თქვა, დიპლომატიურ ენაზე ფურცელზე დაიტანეს და თქვეს, რომ ეს ტყუილია, და ეს რომ ტყუილია მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ იცის.
ახლა უკვე ელოდონ მთელ წყებას განცხადებებისა მსოფლიოს სხვადასხვა პოლიტიკური დედაქლაქებიდან,- ამბობს "ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.
წყარო:newposts.ge