თეგებით ძიება

როგორ დავიკლოთ წონაში, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, თუ ჭამა გვიყვარს?

თქმა არ უნდა, ლა­მა­ზი და უნაკ­ლო სხე­უ­ლი, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ოც­ნე­ბაა. თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლას როდი აქვს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ თავი კარ­გი აღ­ნა­გო­ბით მო­ი­წო­ნოს. რაღა თქმა უნდა, ვარ­ჯი­ში, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი და ა.შ. ხელს უწყობს სხე­უ­ლის დახ­ვე­წი­ლი ფორ­მე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, მაგ­რამ სწო­რად რომ მო­ა­ხერ­ხოთ წო­ნის კო­რექ­ცია და რაც მთა­ვა­რია, მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გი დიდი ხნით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ, სპე­ცი­ა­ლუ­რად თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბიც არა­ნაკ­ლებ და­გეხ­მა­რე­ბათ.

ცე­ცხლის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს – ლომს, ვერძსა და მშვილ­დო­სანს – ას­ტრო­ლო­გე­ბი ურ­ჩე­ვენ რა­ი­მე ტი­პის ძა­ლოს­ნუ­რი სპორ­ტით და­კა­ვე­ბას. მათ­თვის ასე­ვე კარ­გია ქვეც­ნო­ბი­ერ­ში და­ლე­ქი­ლი ნე­გა­ტი­ვი (რაც ძი­რი­თა­დად არის კი­დეც ჭარ­ბი წო­ნის დაგ­რო­ვე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი) ცე­ცხლთან უშუ­ა­ლო ურ­თი­ერ­თო­ბით გა­ა­ნე­იტ­რა­ლონ. სა­ა­მი­სოდ უბ­რა­ლო კო­ცონ­თან ჯდო­მაც კი გა­მო­გად­გე­ბათ, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ პი­რო­მა­ნულ მიდ­რე­კი­ლე­ბებ­ზე.


ჰა­ე­რის სტი­ქი­ის ნიშ­ნე­ბის­თვის – ტყუ­პი, სას­წო­რი, მერ­წყუ­ლი – სა­უ­კე­თე­სო იქ­ნე­ბა თუ თავს "მი­წი­დან მო­წყევ­ტის" სა­შუ­ა­ლებ­სა მის­ცე­მენ. სა­ა­მი­სოდ კარ­გია პა­რაპ­ლა­ნით ან დელ­ტაპ­ლა­ნით ფრე­ნა, ბა­ტუტ­ზე ხტო­მა და ა.შ. შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­ნე­იტ­რალ­დე­ბა თქვენ ორ­გა­ნიზ­მში ჭარ­ბი წო­ნის დაგ­რო­ვე­ბის პრო­ცე­სი, თუკი თქვენ ხში­რად და­კავ­დე­ბით ფრთოს­ნე­ბის მოვ­ლა პატ­რო­ნო­ბით (ია­დო­ნი, თუ­თი­ყუ­ში).

წყლის სტი­ქია – კირჩხი­ბი, თევ­ზე­ბი, მო­რი­ე­ლი – ყვე­ლა­ზე უფრო ემო­ცი­უ­რი ხალ­ხის კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად სიმ­სუქ­ნი­სა და ჭარ­ბი წო­ნის პრობ­ლე­მებს ყვე­ლა­ზე ხში­რად სწო­რედ ამ ხალ­ხში ვხვდე­ბით, რა­საც თან სხვა­დას­ხვა სა­ხის ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბაც ემა­ტე­ბა. მათ­თვის ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად სა­ჭი­როა წყალ­თან ხან­გრძლი­ვი და უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი (ცურ­ვა, სპა პრო­ცე­დუ­რე­ბი და ა.შ.). არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მოქ­მე­დებს ასე­ვე უბ­რა­ლოდ რე­ცხვის პრო­ცე­დუ­რაც.

და­ბო­ლოს, მი­წის სტი­ქი­ის ნიშ­ნებს – კურო, ქალ­წუ­ლი, თხის რქა – ყვე­ლა­ზე მე­ტად უძ­ნელ­დე­ბათ ჭარბ წო­ნას­თან ბრძო­ლა, იმი­ტომ რომ ამ ხალ­ხს ყვე­ლაფ­რის "შემგრო­ვებ­ლო­ბა" ახა­სი­ა­თებს. შე­სა­ბა­მი­სად, მათ­თვის ძნე­ლია დი­ე­ტის დაც­ვა, ვარ­ჯი­ში და ა.შ. იმი­ტომ რომ მათი ორ­გა­ნიზ­მი ზედ­მეტ ცხიმს ხში­რად სავ­სე­ბით ორ­გა­ნულ და­ნა­მა­ტად აღიქ­ვამს. ას­ტრო­ლო­გე­ბი ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ურ­ჩე­ვენ აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თონ ტა­ლა­ხით მკურ­ნა­ლო­ბის გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ პრო­ცე­დუ­რებს, ასე­ვე კარ­გია მათ­თვის ხში­რი კონ­ტაქ­ტი მცე­ნა­რე­ებ­თან და სა­სურ­ვე­ლია მე­ბა­ღე­ო­ბა-მე­ბოსტნე­ო­ბაც აქ­ცი­ონ საყ­ვა­რელ საქ­მედ ჰო­ბის სა­ხით.


წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა