თეგებით ძიება
19. 05. 2020 News-ები

გამოჯანმრთელებულებსა და ამ ეტაპზე მკურნალობის ქვეშ მყოფ პაციენტებს შორის სხვაობა საკმაოდ გაიზარდა, გამოჯანმრთელებულთა ციფრი აჭარბებს ინფიცირებულთა რაოდენობას - ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 234 პაციენტი მურნალობს.

მისი განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 456-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 210-ით აჭარბებს ინფიცირებულთა რიცხვს..

„გუშინ 701 დადასტურებული შემთხვევა გვყავდა. დღეს მხოლოდ ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა შეემატა და 702 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა გაიზარდა 24-ით. იყო 432 და ამ ეტაპზე გვყავს 456. აქედან გამომდინარე, კოვიდ-ცენტრებში ამ ეტაპზე 234 პაციენტი მკურნალობს.

უკვე სხვაობა გამოჯანმრთელებულებსა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს შორის კარგად გაიზარდა და გამოჯანმრთელებულები 210 ციფრით აჭარბებს“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა