თეგებით ძიება
19. 05. 2020 News-ები

"რურუას წინააღმდეგ ბრალდებები ყალბს ჰგავს,ისინი უნდა მოიხსნას" - ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა

ასრულებს თუ არა საქართველო ნაკისრ ვალდებულებს სამართლიანი სასამრთლოს და კანონის უზენაესობის კუთხით, პოლიტიკური მართლმსაჯულება და გიორგი რურუას თემა. ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში დღეს საქართველოს საკითხის განხილვა დაიწყო.
პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ამბობს, რომ გიორგი რურუას წინააღმდეგ ბრალდებები უნდა მოიხსნას და ის ციდიხან გათავისუფლდეს.

ევროპარლამენტარი პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას მიესალმება.



"მთელი ჩემი გამოცდილებით, პოსტსაბჭოთა სივრცეში და საბჭოთა ბლოკის დროს ოპოზიციაში, ვხედავ, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები სიცრუეს ჰგავს და ისინი უნდა მოიხსნას", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა