Covid-19-თან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვები, "ოცნების" შემომწირველებთან გაფორმებული ხელშეკრულებები და შესაძლო კორუფცია - IDFI-ის ანგარიში
კომპანიები, რომლისგანაც სახელმწიფო გამარტივებული პირდაპირი შესყიდვის წესით სხვადასხვა პროდუქციასა თუ მომსახურეობას ყიდულობდა, "ქართული ოცნების" შემომწირველები არიან.
"თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები შესაძლოა კორუფციის რისკებს შეიცავდეს.
IDFI დაინტერესდა, თუ ვისთან ფორმდება გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესაძენად, რომლითაც სხვადასხვა ჯგუფების სოციალური დახმარება ხორციელდება. ამასთან, კვლევაში გაეცნობით ჯანდაცვის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განახლებულ ხარჯებს 15 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით.
კვლევის თანახმად, კომპანიები, რომლისგანაც სახელმწიფო გამარტივებული პირდაპირი შესყიდვის წესით სხვადასხვა პროდუქციასა თუ მომსახურეობას ყიდულობდა, "ქართული ოცნების" შემომწირველები არიან.
კვლევის ავტორების თქმით, გამოვლინდა კომპანიები, რომლებიც სახელმწიფოსთან ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრეა დაფუძნებული.
წყარო:newposts.ge