ოცნების ტყუილი და პოლიტიკური უხერხულობა - "ივანიშვილი, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, თანაგუნდელებს ზურგს ისევე შეაქცევს, როგორც მოიქცა პოლიტიკური პატიმრების შეწყალების საქმეზე" - მელია
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, თანაგუნდელებს ზურგს ისევე შეაქცევს, როგორც მოიქცა პოლიტიკური პატიმრების შეწყალების საქმესთან დაკავშირებით.
მელიას თქმით, სალომე ზურაბიშვილის აღიარებით, ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ოპოზიციონერი ლიდერების გათავისუფლება ივანიშვილის დავალებით მოხდა. შეშინებულმა ოლიგარქმა კი ეს გადაწყვეტილება დასავლეთის ზეწოლის შედეგად მიიღო, რადგან მკაფიოდ დაინახა, რომ მის ქონებას საფრთხე ემუქრებოდა.
ოპოზიციის ლიდერი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილს სხვა პოლიტიკური პატიმრების შეწყალებაც მოუწევს.
"ძალიან უხერხული მდგომარეობაა, როდესაც თავდაპირველად ტყუილს გვასაღებდნენ, რომ თითქოს სალომე ზურაბიშვილმა თავისით შეიწყალა პოლიტპატიმრები და ბატონმა ივანიშვილმა არ იცოდა. არ იცოდა გახარიამ და საერთოდ არავინ იცოდა... ეს ეჭვი ქალბატონმა ზურაბიშვილმა გააქარწყლა და თქვა, რომ იცოდა! ამით გვითხრა ის, რომ ივანიშვილის მეცადინეობის გარეშე მე მათ ვერ შევიწყალებდიო - ასე ითარგმნა ეს ყველაფერი. ყველაზე მთავარი კი ის არის რომ დასავლეთის ზეწოლით, ოლიგარქიულმა რეჟიმმა გაათავისუფლა პოლიტიკური პატიმრები და დარჩენილ პოლიტპატიმრებსაც გაათავისულლებს.
კიდევ ერთი, ყველაზე მთავარი მომენტი, რაშიც ყველა, მათ შორის "ქართული ოცნმების" ატივისტებიც დარწმუნდნენ არის შემდეგი - ბიძინა ივანიშვილი მზად არის, ხელები შეახოცოს ნებისმიერ ადამიანს საკუთარი ფულის შენარჩუნებისთვის. ივანიშვილმა, როცა დაინახა დასავლეთიდან მომდინარე სერიოზული საფრთხეები - მათ შორის სანქციებიც კი დაინახა ჰორიზონტზე, შეეშინდა და საკუთარი ქვეითი პოლიტიკოსები, რომლებსაც რასაც და როგორც უნდა იმას ალაპარალებს, გულზე მჯიღი რომ არტყმებივა თალაკვაძე-კობახიძეს ჩვენ პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს და შესაბამისად ვერავის გამოვუშვებთო ადგა და ერთ მშვენიერ საღამოს გამოუშვა. ასე იქნება არჩევნების დღესაც - იბაქიბუქებს ივანიშვილი, რომ მაგრები არიან და იგებენ, დამარცხების შემდეგ კი მოიქცევა ისე, როგორც იქცეოდა რამდენიმე დღის წინ და შეაქცევს ზურგს საკუთარ ახალგაზრდა თანაგუნდელებს" - განაცხადა მელიამ.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების, უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და არჩილ თალაკვაძე წინასწარ გააფრთხილა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს იყო გადაწყვეტილება და არავისთვის სიურპრიზი არ ყოფილა .
წყარო:newposts.ge