თეგებით ძიება
26. 05. 2020 News-ები

დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ II საქართველოს დამოუკიდებლობას ულოცავს

ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა, ელიზაბეტ მეორემ საქართველოსა და ქართველ ხალხს ქვეყნის ისტორიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, დამოუკიდებლობის დღე მოულოცა.

“დიდი სიხარულითა და პატივისცემით გულმხურვალე მილოცვას გიგზავნით საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით. საუკეთესო სურვილებს ვუსურვებ ქართველ ხალხსა და ქვეყანას“ - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ოფიციალურ წერილში, რომელსაც იგი საქართველოს ხელისუფლებას უგზავნის.

შეგახსენებთ, რომ 102 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს, კვირას, დღის 17:10 საათზე თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა