თეგებით ძიება
27. 05. 2020 News-ები

მეტროში, ასევე ავტობუსებში და მიკროავტობუსებში, პირბადის ტარება აუცილებელი იქნება

მისი თქმით, ავტობუსებში კონდიციონერების ჩართვა აკრძალული იქნება.
მეტროში, ასევე ავტობუსებში და მიკროავტობუსებში, პირბადის ტარება აუცილებელი იქნება - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ავტობუსებში კონდიციონერების ჩართვა აკრძალული იქნება.

„სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ, ჩვენ ამას გავუწევთ ზედამხედველობას, კონტროლს. მინდა დავავალო ვიცე-მერს ბატონ ირაკლი ხმალაძეს და მაია ბითაძეს, რომ ეს მიმართულება გაკონტროლდეს, რომ მგზავრების პირბადის გარეშე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლა დაუშვებელია, იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთის უსაფრთხოება. ასევე უნდა გაფრთხილდეს მძღოლები, რომ არავითარ შემთხვევაში არ იყოს კონდიცირება ჩართული. ფანჯრები უნდა იყოს ღია, რომ მაქსიმალურად ნიავდებოდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა