თეგებით ძიება
27. 05. 2020 News-ები

როდის იტყუებით? - პოლიტპატიმრებზე აშშ-სთვის მიწერილ წერილში აღიარებითი ჩვენება გაქვთ მიცემული - გიგა ბოკერიას პრემიერს

დატოვებს თუ არა თანამდებობას მინისტრთა კაბინეტის ის წევრი, რომელიც დასავლეთის კრიტიკას რუსეთის აგრესიას ადარებს.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დაინტერესდა, როდის იტყუებოდა ხელისუფლება - როცა ამბობს, რომ პოლიტპატიმრები არ ჰყავს, თუ როცა აშშ-ს აღიარებით ჩვენებას აძლევს?

ამასთან, ბოკერია დაინტერესდა, რატომ არ გამოფინა ხელისუფლებამ დროშები დამოუკიდებლობის დღეს:

"ეროვნული დროშების ჩამოკიდება რატომ იყო ბატონო პრემიერო პრობლემა ქალაქში ამ დღის აღსანიშნავად? რა პრობლემასთან გვქონდა საქმე, რა შუაშია აქ პანდემია?!

პრემიერმა ბევრ ისეთ თვითქებასთან და ოპოზიციის კრიტიკასთან ერთად, რომელსაც არანაირად არ ვეთანხმები, თქვა ისიც, რასაც ვეთანხმები. საერთო ჯამში ქვეყანას მთლიანად შეგვაფასებენ ყველგან და საზოგადოებრივ თანხმობას აქვს მნიშვნელობა. ამაზე მაქვს კითხვა - პანდემიის გარდა, ერთ-ერთი დიდი პრობლემა პოლიტიკური კრიზისია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრები იყვნენ, ერთი პოლიტიკური პატიმარი ისევ ციხეშია, თქვენ მათ პოლიტპატიმრებად არ აფასებთ, იძახით, რომ შეთანხმება არ ყოფილა. მინდა უბრალოდ გვითხრათ, რატომ არ გაქვთ ინტერესი, რომ ეს ფურცელი დაიხუროს?"- მიმართა დეპუტატმა პრემიერს.

პარლამენტში მისულ გახარიას ბოკერიამ პირდაპირ უთხრა, რომ მას აქვს ნანახი წერილი, რომელიც ხელისუფლების ლობისტებმა ამერიკელ პარტნიორებს მიწერეს.

"ვნახე, თქვენი ლობისტების მიერ მიწერილი წერილი აშშ-ში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჯერ ერთი, მინდა გკითხოთ, ვინ გირჩიათ, მთავრობის მაგივრად ლობისტი მიმართავდეს წერილით პარტნიორებს? ეს ითვლება სამარცხვინოდ და ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ ამბად. ლობისტმა შეიძლება, გირჩიოს როგორ ილაპარაკო, რა სტრატეგია გქონდეს, მაგრამ წერილებს წერს მთავრობა. მაგრამ ეს წერილი, რომელსაც მთავრობის ლოგო აქვს ქვემოთ იწყება ასე: „რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა პოლიტიკური შეთანხმების შესრულების მიმართულებით და შეიწყალა ორი პატიმარი“. აქ აღიარებითი ჩვენება გაქვთ, თან ამას აღიარებთ და თან ბოლო პოლიტაპატიმრის, რომელსაც თქვენ პოლიტპატიმრად არ თვლით, გამოშვება არ გინდათ და გინდათ კრიზისი შეინარჩუნოთ. ამიხსენით როდის იტყუებოდით. ამ წერილის დროს? ახლა? გუშინწინ? ერთი პოლიტპატიმრის შემთხვევაში თუ მეორესი? რურუას თუ სხვების შემთხვევაში?", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ევროპული საქართველოს" ლიდერის კითხვა შეეხებოდა ასევე იმ მინისტრს რომელიც დასავლეთის კრიტიკას რუსეთის აგრესიას ადარებს.

ოპოზიციონერმა მთავრობის მეთაურს მიმართა დაატოვცებინებრნ თუ არა ასეთ ადამიანს თანამდებობას.

"თუ გაირვკევა,რომ თქვენს მინისტრებს შორის არის მინისტრი, რომელიც ჩვენი პარტნიორების, დასავლეთის კრიტიკას დემოკრატიასთან დაკავშირებით, თუნდაც თქვენი აზრით არასწორს, ადარებს რუსეთის იმპერიის, საბჭოთა კავშირის ან პუტინის რუსეთის აგრესიას საქართველოს მიმართ და დამოუკიდებლობის დამხობას, ესეთ პარალელს მიიჩნევთ თუ არა სამარცხვინოდ და ეგეთი მინისტრი გასაშვები გყავთ თუ არა?" , - განაცხადა ბოკერიამ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა