თეგებით ძიება
27. 05. 2020 News-ები

ნუკრი ქანთარია გიორგი გახარიას: ბარაქალა ყველა თქვენგანს

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ პრემიერის მოხსენებამ თვალსაჩინო გახადა, ის რომ პანდემიის პირობებში პროცესები სწორად მიდიოდა.

მისივე თქმით, ამან მოიტანა ის შედეგი, რასაც შეგვიძლია გამარჯვება დავარქვათ.



" თქვენმა დღევანდელმა მოხსენებამ უფრო თვალნათელი გახადა, რომ პროცესი ამ ჟამიანობის დროს მიდიოდა სწორად, გონივრულად, სწრაფად და ამან მოიტანა ეს შედეგი, რასაც ამ ეტაპისთვის გამრჯვება შეგვიძლია დავარქვათ, რამაც აგვაცილა ის საშინელებები, რასაც ვხედავდით სხვა ქვეყნებში. ამისთვის ბარაქალა ყველა თქვენგანს" - თქვა ქანთარიამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა