თეგებით ძიება
27. 05. 2020 News-ები

პრინციპული საკითხი არ მგონია - გახარია 26 მაისს საქართველოს დროშების გამოფენაზე

პრემიერ-მინისტს გახარიას თქმით, მაშინ როცა ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს დროშების გამოფენას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.

"ჩვენ აბსოლუტურად გააზრებულად გავაკეთეთ ასეთი რამ, 26 მაისს, ასეთ დროს, როცა სოციალური ცხოვრება ლიმიტირებულია, ეს ყველაფერი გავაკეთეთ შეზღუდულად. მიმაჩნია, რომ არის სწორია, დავზოგეთ ბევრი რამე. შესაბამისად როცა ქვეყანა ებრძვის პანდემიას, არ მგონია, რომ ეს პრინციპული პასუხია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით 26 მაისს მაშტაბური ღონისძიებები არ ჩატარდა. მთავრობის წევრებმა 26 მაისი ვაზიანის ბაზაზე აღნიშნეს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა