"ეს ქვეყანა უკეთეს და კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს" - გახარია ოპოზიციას კომპეტენციას უწუნებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ოპოზიციას კომპეტენციას უწუნებს.
იგი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ, რომელიც სიღარიბეს ეხებბოდა, აცხადებს, რომ პოზიციას კომპეტენცია არ ჰყოფნის და პრემმიერი თვლის, რომ ეს ქვეყანა უკეთეს და კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს.
"რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება. 2012 წელს საქართველოში სიღარიბე იყო დაფიქსირებული 30 პროცენტზე მეტი, დღეს კი დაფიქსირებულია 19,5 პროცენტით. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე შემცირდა ორჯერ", - ამბობს გახარია.
მისივე თქმით, კორონა პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში პენსიებიც გაიზარდა - ოცი ლარით და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება.
რომან გოცირიძე გიორგი გახარიასგან დაინტერესდა რატომ არის ქვეყანაში სიღარიბე.
"სახლში გამოკეტილი ხალხი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები, პრაქტიკულად შიმშილისთვის გაწირეთ. თქვენ თურმე პირდებით ადამიანებს ბინების აშენებას", - განაცხადა გოცირიძემ.
პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერის მოსმენა ცოტა დაიწყო - გიორგი გახარიას დღეს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრების შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.
წყარო:newposts.ge