თეგებით ძიება
29. 05. 2020 News-ები

სასტუმროში სტუმარი ადმინისტრატორთან თერმოსკრინინგისა და ხელების დამუშავების შემდეგ მივა, აღარ იქნება ნაღდი ფულით ანგარიშსწორება - შალვა ალავერდაშვილი

სასტუმროში სტუმარი ადმინისტრატორთან თერმოსკრინინგისა და ხელების დამუშავების შემდეგ მივა, აღარ იქნება ნაღდი ფულით ანგარიშსწორება - ამის შესახებ სასტუმროების ასოციაციის პრეზიდენტმა, შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.

ალავერდაშვილის თქმით, აუცილებელია მოხდეს არსებულ სიტუაციასთან ადაპტირება და ჩამოსულ ტურისტებს უნდა ქონდეთ განცდა, რომ დაცულები არიან.
„ყველანი უნდა გავეცნოთ რეგულაციებს. ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ ეს რეგულაციები და ქვეყანაში შემოსულ ტურისტს გავუჩინოთ განცდა, რომ ყველაფერი დაცულია. რეალურად უნდა შევეცადოთ, არსებულ სიტუაციასთან ადაპტირებას.

ჩვენთვის ამ რეგულაციების ძირითადი პუნქტები ცნობილი იყო, ყველამ წინასწარვე დაიწყო მომზადება, რაც ძალიან კარგია. ჩვენ ზოგადი სიტუაცია ასეთია, რომ გვაქვს ზოგადი გამოცდილება. კარანტინის ზონები გვქონდა სასტუმროებში. გარკვეული ცოდნის გაცვლაც მოხდა სასტუმროებს შორის, რეალურად ეს დაგვეხმარება შევეგუოთ ახალ რეალობას.

ნაღდი ფულით ანგარიშსწორება აღარ მოხდება. შემდეგ ადის ნომერში, რომელიც დამუშავებული და განიავებულია ოთხი საათის განმავლობაში. რაც შეეხება რესტორანს, აქ შვედური მაგიდის პრინციპი იცვლება. სტანდარტული შვედური მაგიდა, სადაც სტუმარი მიდის და იღებს საკვებს, არ იქნება. აქაც მოემსახურება პერსონალი“, – განაცხადა ალავერდაშვილმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა