თეგებით ძიება
29. 05. 2020 News-ები

ჩვენ ვაახლებთ ჩვენს მოთხოვნას, რუსეთმა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია უნდა დაასრულოს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი

ჩვენ ვაახლებთ ჩვენს მოთხოვნას, რომ რუსეთმა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია დაასრულოს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მორგან ორტაგუსმა, სოცალურ ქსელ ტვიტერში დაწერა.
ორტაგუსის თქმით, რუსეთმა 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს და გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართელოდან.
"აშშ რუსეთის მიერ კონტროლირებადი უსაფრთხოების ძალების მიერ "ბორდერიზაციას" გმობს. ჩვენ ვაახლებთ ჩვენს მოთხოვნას, რომ რუსეთმა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია დაასრულოს, 2008 წელს [დაკისრებული] ვალდებულებები შეასრულოს, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და შეუფერხებლად დაუშვას საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება," - წერს მორგან ორტაგუსი

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა