თეგებით ძიება
02. 06. 2020 News-ები

რატომ არ იხსნება საცურაო აუზები და ფიტნეს დარბაზები - მაია ცქიტიშვილი ფიტნესის მოყვარულებს ღია სივრცეში ვარჯიშს ურჩევს

როდის გაიხსნება ფიტნეს დარბაზები და აუზები - ინფრასტრუქტურის მინიდტრი, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ აუზები და ფიტნეს დარბაზები ის სივრცეა, სადაც უფრო მკაცრი რეგულაციების შესრულებაა საჭირო.

იგი ვარჯიშის მოყვარულებს ღია სივრცეში ვარჯიშს ურჩევს.

„აუზები, ფიტნეს დარბაზები ჯერ გახსნილი არ არის. ეს არის ის სფერო, რომელიც ბევრ ქვეყანაში საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად, მათ შორის სასტუმროებშიც დახურულია, ვინაიდან ამ ადგილებში ბევრი ადამიანია, ბევრ ზედაპირს ვეხებით, სადაც პირბადით ვარჯიში რთულია, შესაბამისად ეს არის სივრცეები, სადაც უფრო მკაცრი რეგულაციების შესრულებაა საჭირო, აქედან გამომდინარე ჯერ მშვენიერი ამინდი გვაქვს და შეგვიძლია ღია სივრცეში ვივარჯიშოთ და მოდით, ყველაფერს ერთად ნუ გავხსნით. ჩვენთვის იმ შედეგის შენარჩუნება, რომელიც გვაქვს, მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა