მორიგი დიპლომატიური უხერხულობა - სააკაშვილის მიმართვის გამო ზალკალიანის უწყება უკრაინის ელჩს იბარებს
მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინელი დიპლომატისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს.
დავით ზალკალიანმა დღეს გაღიზიანება ვერ დამალა და სააკასვილის მიმართვის შეფასებისას თქვა, რომ ეს არის უკრაინის მოქალაქის პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში.
"ის განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ, არის პირდაპირი ჩარევა უკრაინის მოქალაქის, რომელიც ამჟამად არის ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე, სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში და პირდაპირ სარჩევნო პროცესში. შეგვიძლია სიტყვასიტყვით გავშიფროთ მისი თითოეული გამონათქვამი და მერე მაინტერესებს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან, ამაზე გვექნება საუბარი, რა თქმა უნდა, ელჩს ჩვენ დავიბარებთ საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოვთხოვთ განმარტებებს", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნებზე გადაწყდება, საქართველო დაიღუპება თუ გაიმარჯვებს.
წყარო:newposts.ge