გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის საქმე: მმართველი პარტია სუსი-ს ეფექტურ მუშაობაზე საუბრობს
„მთავარი არხის“ ჟურნალისტის და ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის საქმეს ეხმაურებიან მმართველ პარტიაში. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კმაყოფილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობით.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პროფესიონალურად იმუშავა და მძიმე დანაშაული აღკვეთა, რომელიც სავარაუდოდ, ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების და მედიისა და ჟურნალისტის საქმიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული.
ჟურნალისტის მიმართ ნებისმიერი ძალადობრივი ანგარიშსწორება და თავდასხმის ორგანიზება ჩვენთვის მიუღებელია და ჩვენს ქვეყანაში არავის მივცემთ ამის უფლებას. სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ კანონის უზენაესობის და დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების პატივისცემით - იცავს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებას“ - განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, ჟურნალისტის მიმართ ნებისნმიერი ძალადობა დაუშვებელია და გამოძიებამ უნდა დაადგინოს , ვის ინტერესებში შედიოდა დანაშაულის ორგანიზება. თალაკვაძე ამბობს, რომ რომ არა სუს-ის პროფესიონალური მუშაობა, შედეგები გამოიწვევდა ქვეყნის და ხელისუფლების საერთაშორისო დისკრედიტაციას.
გამოძიება გრძელდება და აუცილებლად უნდა დადგინდეს, თუ კონკრეტულად ვის ინტერესებში იყო ამ დანაშაულის ორგანიზება და მისი შედეგები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რომ არ აღეკვეთა, მაღალი ალბათობით, გამოიწვევდა საქართველოს და მისი ხელისუფლების საერთაშორისო დისკრედიტაციას.
წყარო:newposts.ge