თეგებით ძიება
17. 06. 2020 News-ები

მთავრობა რუსეთისთვის კომფორტულ პროპაგანდას ეწევა , გიორგი გაბუნიას საქმე შემოაქვს ქვეყნის შიგნით - გია ბოკერია

"ევროპული საქართველოშ" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ხელისუფლებას რუსეთისთვის კომფორტული პროპაგანდის წარმოებაში ადანაშაულებს.

იგი აცხადებს, რომ მთავრობას გაბუნიას შესაძლო მკვლელობის საქმე ქვეყნის შიგნით შემოაქვს.

როგორც ბოკერიამ განმარტა, პოლიტიკური ოპონენტებისკენ თითის გაშვერით მთავრობა ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებას აყენებს რისკის ქვეშ. გიგა ბოკერია ხელისუფლების ქცევაში მოქალაქეებისთვის საფრთხეს ხედავს.


„პუტინის ხელისუფლება დაკავებულია პოლიტიკური ტერორიზმით. გვახსოვს მრავალი საქმე. რუსეთის ქვეყნის შიგნით მკვლელობები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდირება - ეს დაადასტურა სუს-მა. დადასტურებულია ამ პირის ლინკი კადიროვთან. ყველასთვის საგანგაშოა ივანიშვილის რეჟიმის რეაქცია - ყველა განცხადება იყო თითის გაშვება ქვეყნის შიგნით ოპონენტების წინააღმდეგ. თუ ვითარებაა ისეთი, რომ გამოძიება გრძელდება და არ არის სიტუაცია, რომ თქვან, რუსეთი იყო თუ არა ჩართული, მაშინ რატომ აკეთებენ განცხადებებს ოპონენტების წინააღმდეგ. ის, რაც ზედაპირზე დევს, კადიროვის მუქარის შემდეგ, როგორ შეიძლება ამის შემდეგ არსებობდეს შიგნით ოპონენტების წინააღმდეგ თითის გაშვერის მიზეზი...რით შეიძლება აიხსნას ასეთი სამარცხვინო ნაბიჯები? აქ ოპოზიციის რეპუტაცია არაა მთავარი - აქ არის რისკები მოქალაქეების უსაფრთხოების, როცა ხელისუფლება არ აძლევს ასეთ აშკარა შემთხვევაზე რეაქციას ჩვენი მოქალაქის შესაძლო მკვლელობაზე მუქარას. თუკი ასეთ დროს, როცა დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, არ ტეხ განგაშს; თუკი იქცევი ისე, როგორც ოთხოზორიას საქმეზე მოიქცნენ - ეს ზრდის მომავალში ყველა მოქალაქისთვის რისკებს, რომ პუტინის რეჟიმი კვლავ წავა რისკზე. ვხედავთ, რომ ყველაზე კომფორტულ პროპაგანდას ეწევიან რუსეთისთვის - ეს შემოაქვთ ქვეყნის შიგნით. აქ არ არის საუბარი, ვინაა ხელისუფლებაში - როცა მტერი სახელმწიფო ქვეყანაში ტერაქტს გეგმავს. ხელისუფლება უნდა უჯენდეს საერთაშორისო ასპარეზზე ფასს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა