კორონავირუსის ყველა ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია - ეზუგბაია
ინფექციურის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია. ყველა შემთხვევა იმპორტირებულია და 4 არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი.
მარინა ეზუგბაიას თქმით, სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 140 პაციენტი მკურნალობს.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი არ შეცვლილა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 893 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 731 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2710 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 267.
წყარო:newposts.ge