თეგებით ძიება
18. 06. 2020 News-ები

8 მარტის შეთანხმების შესრულება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებ და საკონსტიტუციო ცვლილებები - დავით ბაქრაძემ ევროპის სახალხო პარტიის ლიდერთა ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

’’ევროპული საქართველოს’’ თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის სახალხო პარტიის ლიდერთა შეხვედრაში, რომელშიც მონაწილეობდნენ პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლიენი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, კვიპროსის პრეზიდენტი ქრისტოს ანასტადიადი , აგრეთვე ევროკავშირის სხვა პოლიტიკური ლიდერები და აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოთა პარტიების თავმჯდომარეები. შეხვედრის ძირითადი თემა იყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტიორობის ინიციატივა.

დავით ბაქრაძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა ევროკავშირ - საქართველოს ურთიერთობებში ახალი ნაბიჯების და ინტეგრაციის პროცესის გაღრმავების აუცილებლობაზე, პანდემიის პირობებში საქართველოსთვის მეტი ფინანსური დახმარების გამოყოფის საჭიროებაზე. პარტიის ლიდერმა ინფორმაცია მიაწოდა პარტნიორებს რუსეთის მხრიდან უკანონო ბორდერიზაციის და ადამიანთა გატაცების ბოლო შემთხვევებზე და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და რუსეთის სანქციების მხარდაჭერისთვის.

დავით ბაქრაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და მშვიდობიანად ჩატარების მნიშვნელობაზე და ამ მხრივ, 8 მარტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე, როგორც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების კუთხით.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა