"ივანიშვილმა გამოივაჭრა 30 მაჟორიტარი იმისთვის, რომ კვლავ შეძლოს ადგილების მიტაცება"- გიგი უგულავა
„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარობის კანდიდატებით ვაჭრობს იმისთვის, რომ საარჩევნოდ ადგილები მიიტაცოს და ძალაუფლება გაიმყაროს.
„მაჟორიტარული სისტემა არის უკვე ანარქონიზმი და პრინციპში, ძველი თუ ახალი კონსტიტუციის მიხედვით, დროებითი მოვლენაა. ივანიშვილმა გამოივაჭრა 30 მაჟორიტარი იმისთვის, რომ კვლავ შეძლოს ადგილების მიტაცება და თავისი ძალაუფლება გაიმყაროს. სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ მათ ამის საშუალება არ მივცეთ და არ უნდა დაიკარგოს ხმები“,-განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, თუ 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება და გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება, „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუცო განხილვებსა და და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
წყარო:newposts.ge