თეგებით ძიება
22. 06. 2020 News-ები

რუსმა მესაზღვრეებმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მცხოვრები ახალგაზრდა დააკავეს

რუსმა მესაზღვრეებმა ყვარელში, სოფელ ალმატში მცხოვრები ახალგაზრდა დააკავეს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა 23 წლის დავით ვარდოშვილი და მისი მეზობელი, ლევან ბაწილაშვილი ყადორის მთაზე საქონელს აძოვებდნენ.

მათი თქმით, ბაწილაშვილმა, რომელმაც საფრთხე შენიშნა, გაქცევა მოასწრო, ვარდოშვილი კი ამ დრომდე დაკავებულია და დაღესტნის ტერიტორიაზე იმყოფება.

ადგილობრივები რუსეთის მხრიდან მუდმივ საფრთხეზე საუბრობენ და ამბობენ, რომ თანასოფლელის დროულ გამოშვებაზე ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა