თეგებით ძიება
26. 06. 2020 News-ები

"სუს-ი შანტაჟით ცდილობს ადამიანებში შიშის დათესვას... რეჟიმი ბოლო წუთებს ითვლის" - ხატია დეკანოიძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებისა და რესპოდენტების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ესაა საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა.
"მინდა გამოვეხმაურო ბოლო დროს სუსის მიერ გატარებულ ანტისახლემწიფოებრივ და საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას, რომელიც კრიტიკულ მედიასა და სოციალურ ქსელებში აზრის დაფიქსირების გამო რესპოდენტებისა და ჟურნალისტების მასობრივ დაბარებას, მათი დაშინების მცდელობას. ასევე, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსების გამო მათ დაბარებას. ეს ყველაფერი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, გამოხატვის თავისუფლებას და მიმართულია მხოლოდ ერთი რამისკენ - მაშინ, როცა რეჟიმი ბოლო წუთებს ითვლის, როცა გასაგებია რომ ოქტომბერში ივანიშვილის ვერტიკალი ჩამოიშლება და ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება, სუსი ყველაზე უფრო რეპრესიული და პოლიტიზებული სამართალდამცავი უწყება ასე დაშინებით ცდილობს მასიურად დათესოს შიში.

მინდა ვუთხრა ყველას, ესაა ანტისახლემწიფოებრივი ქმედება, კონსტიტუციის დარღვევა, რადგან ადამიანებს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება აქვთ.

შესაბამისად, ყველა ბრძანების გამცემი და ამ ხალხის სუსში დამბარებელო ხალხი კანონის წინაშე აგებენ პასუხს.

ჩვენ განსაკუთრებუთ შემაშფოთებლად ვადაფასებთ ამ ქმედებებს და ეს ინფორმაცია აუცილებლად ეცნობება როგორც დიპლომატიურ კორპუსს, ასევე შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს."- აცხადებს დეკანოიძე და დასძენს:

"მაშინ როდესაც, რეჟმი ითვლის ბოლო წუთებს და უკვე გასაგებია, რომ არჩევნებში ივანიშვილის ოლიგარქიული ვერტიკალი მთლიანად ჩამოიშლება, სუს-ი ყველაზე უფრო რეპრესიული და პოლიტიკური სამართალდამცავი უწყება, დაშინებით, ადამიანების შანტაჟთ ცდილობს მასობრივად დათესოს ადამიანებში შიში".

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა