თეგებით ძიება
09. 07. 2020 News-ები

სასიხარულო ინფორმაცია - ლიფტის შახტაში ჩავარდნილი 6 წლის ბიჭი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გონს მოვიდა

წინა კვირას, გლდანში დატრიალებულმა უბედურმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. მედიასივრცეში ელვისსისწრაფით გავრცელდა, ცნობა რომ გლდანში, მესამე ა მიკრორაიონში, ლიფტის შახტში ჩავარდნილი 6 წლის ბავშვი იპოვეს.
მოზარდი, მრავლობითი მოტეხილობებითა და შინაგანი დაზიანებებით, თემქაზე, ბავშვთა პედიატრიულ „პრივატ კლინიკაში" მშობლებმა საკუთარი ავტომობილით მიიყვანეს. მდგომარეობა პირველივე წუთიდან უკიდურესად მძიმედ შეფასდა. მედიკოსებმა მშობლებსა და ახლობლებს "ყველა სცენარისთვის მომზადება ურჩიეს", თუმცა მომხდარიდან მეექვსე დღეს "ნიუპოსტისთვის" ცნობილი გახდა, რომ სასუნთქ აპარატზე მიერთებული რატი ლორთქიფანიძე გონზე მოვიდა და დედასაც დაელაპარაკა.

მეტიც, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, მოზარდმა "ხორციც კი მოითხოვა და მადიანადაც დააგემოვნა".

მედიკოსები ამბობენ, რომ მთავარი საფრთხე ჩავლილია, რატის გამოჯანმრთელება კი სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს.

ბავშვის მშობლებს მომხდარზე საუბარი ამ ეტაპზე არ სურთ. ისინი იმ ადამიანებს მიმართავენ და მადლობას, უხდიან, რომლებიც პატარას გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერს აკეთებდნენ და მთელი ამ დროს განმავლობაში მორალურ მხარდაჭერას უცხადებენ.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, „პრივატ კლინიკის" ექიმები მოზარდის მდგომარეობის შესახებ ოფიციალურ კომენტარს უახლოეს დღეებში გააკეთებენ. მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესების გამო, მოზარდი რეანიმაციული განყოფილებიდან, პალატაში გუშინ გადაიყვანეს და მეტიც, რატიმ გუშინდელი ღამე მონატრებულ დედასთან ერთად გაატარა.

რაც შეეხება მომხდარს, ერთ-ერთი ვერსიით, მესამე სართულზე გამოძახებული ლიფტის კარი ისე გაიღო, რომ კაბინა არ ჩამოსულა, ბავშვი კი ღია კარში შევიდა და მოულოდნელად შახტაში ჩავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა