თეგებით ძიება
09. 07. 2020 News-ები

პანდემიის წყალობით გვაქვს შესაძლებლობა, ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა - გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით იწყება ახალი პროგრამა „იმოგზაურე საქართველოსთვის“.

როგორც მან აღნიშნა, ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ ხელახლა აღმოაჩინოს საქართველო.

„თითოეულ თქვენგანს მინდა ვთხოვო, რომ ამ პროგრამაში ჩაერთოთ მაქსიმალურად აქტიურად. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ახლა პანდემიის წყალობით გვაქვს შესაძლებლობა, ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მოვემზადოთ, როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, ვიყოთ საუკეთესო გიდები სტუმრებისთვის და საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, მივეხმაროთ დარგს, მივეხმაროთ ტურიზმს, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენი ოჯახის წევრებთან ერთად, კიდევ ერთხელ აღმოვაჩინოთ საქართველო, ის ადგილები, რომლებზეც გვსმენია, წაგვიკითხავს, მაგრამ არასდროს გვინახავს. ეს იქნება ძალზე მნიშვნელოვანი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა იმ რეგიონებს, რომლებიც ტურისტულად იყო მნიშვნელოვანი შეუმსუბუქდეთ კრიზისისგან გამოწვეული პრობლემები“, – განაცხადა გახარიამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა