თეგებით ძიება
09. 07. 2020 News-ები

პრემიერები იცვლებიან, პროკურორები მიდიან და ბრუნდებიან, მაგრამ დანაშაულის გამოძიება ყოველთვის იბლოკება - დავით ჭიჭინაძე

„როდესაც გამოძიება პროკურორების, გენერალური პროკურორების და მინისტრების დონეზე ფერხდება, ივანიშვილი საქმის კურსში უნდა იყოს, ვინაიდან ამ ტალახს ის შეუთანხმებლად არ აიტანს.

ფაქტია, რომ პრემიერები იცვლებიან, პროკურორები მიდიან და ბრუნდებიან, მაგრამ დანაშაულის გამოძიება ყოველთვის იბლოკება“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და ვარაუდობს, რომ ხელისუფლების მიღმა კიდევ არსებობს რაღაც ფარული ჯგუფი, რომელიც ამ ყველაფერს მფარველობს.

„ ძალიან ცუდი ტენდენცია გვაქვს. ყველა დანაშაული, რომელიც მოზარდებს ეხება, ამ ქვეყანაში სამწუხაროდ სკანდალის თემა ხდება, რადგან გამოძიება პრაქტიკულად არასოდეს მთავრდება იმ სრული შედეგით რასაც საზოგადოება ელოდება.

ყოველი გამოძიების შემდეგ კიდევ უფრო მეტი კითხვა ჩნდება: ვინ მფარველობს, ვინ არის ამ ხელისუფლებაში ასეთი მონსტრი, ან რა ჯგუფია ესეთი, რომლისთვისაც ყველაფერი დაშვებულია.

ანუ გამოდის, რომ არსებობს რაღაც ფარული ჯგუფი, ხელისუფლების მიღმა, რომელიც ამ ყველაფერს მფარველობს.

ამიტომ, ჩემი აზრით, მთავარი გამოსააშკარავებელი სწორედ ეს არის. რადგან ყველა ვხვდებით, რომ ძალიან მაღალი მფარველობის გარეშე, ვერც კვალის წაშლა მოხდება, ვერც ყველაფრის თავდაყირა დაყენება და ვერც დაზარალებულის დისკრედიტაციის მცდელობა, რაც ძალიან შემაშფოთებელია.

შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებითაც უამრავი კითხვაა, ძალიან ბევრი დარღვევა, რომელსაც ჯერ მხოლოდ მედია ავლენს...

მაგრამ იმ ფონზე, როდესაც ჩვენ მოსმენილი გვაქვს, რომ ამ ქვეყანაში არაფორმალური გარჩევები იმართებოდა და ამ გარჩევას მაშინდელი მთავარი პროკურორი, ახლანდელი გენერალური პროკურორი ესწრებოდა; მასში მონაწილე ზოგიერთი ადამიანი კი იმასაც ამბობობს, რომ ეს თურმე ნორმალური ამბავია და როდესაც ვინც ხელისუფლებაში იმყოფება, მასთან თურმე უნდა გააპრავონ ეს მიდგომა - პრინციპში გასაკვირიც არაფერია.

მოკლედ, ერთადერთი ადამიანი ვისაც შეუძლია ყველას განაჩენი გამოუტანოს ამ ქვეყანაში, არის ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, თუ სადმე რამე ფერხდება, მე არამგონია, რომ ის საქმის კურსში არ იყოს. განსაკუთრებით, როდესაც პროკურორების, გენერალური პროკურორების და მინისტრების დონეზე ფერხდება გამოძიება. სისტემა ისე მუშაობს, რომ ივანიშვილი საქმის კურსში უნდა იყოს, ვინაიდან ამ ტალახს ის შეუთანხმებლად არ აიტანს.“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა