თეგებით ძიება
13. 07. 2020 News-ები

ქალმა 700 000 $-იანი ჯეკპოტი სიზმარში ნანახი რიცხვებით მოიგო

ავსტრალიის ლატარიაში ქალმა ჯეკპოტის მოგება იმ ციფრების გამოყენებით მოახერხა, რომელიც 15 წლის წინ დაესიზმრა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი სიზმრის ნახვიდან წლების განმავლობაში მხოლოდ იმ ციფრებზე ამყარებდა მოგების იმედს, რომელიც მან ქვეცნობიერში „აღმოაჩინა“.

ქალმა ლატარიის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ მან 6 ივლისს შეძენილი ბილეთიც ზუსტად იმ ციფრებით შეავსო, რომელიც სიზმარში წლების წინ იხილა.

„ეს რიცხვები 15 წლის წინ სიზმარში ვიხილე. მე ისინი მკაფიოდ დავაფიქსირე, რომლის შემდეგაც ყოველ გათამაშებაში მხოლოდ მათ ვიყენებდი ჩემს გათამაშების ბილეთში. როდესაც ტელევიზიით გამოცხადდა, მაშინვე მივხვდი რომ მე გამარჯვებული ვიყავი- ამ რიცხვებთან ურთიერთობა ათი წლის განმავლობაში მქონდა და დღეს ბედნიერი ვარ ამ მიღწევით. ეს გასაოცარია“

„ამ ფულით შევძლებ ოჯახის დახმარებას და უფრო ადრე გავალ პენსიაზე ვიდრე ვფიქრობდი“- განაცხადა გამარჯვებულმა ავსტრალიელმა ქალმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა