ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილია, ყველა სატვირთო ავტომანქანის მძღოლია - მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით დღეს გამოვლენილი 4 კორონავირუსით ინფიცირებულიდან ოთხივე იმპორტირებულია. პაციენტები სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან.
„გუშინ ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 995 იყო. დაგვემატა მხოლოდ ოთხი ახალი და ამჟამად ქვეყანაში გახლავთ 999 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების ციფრი 13-ით გაიზარდა და დღეს ჯამში გვყავს 870 გამოჯანმრთელებული. ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია. ყველა სატვირთო ავტომანქანის მძღოლია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
წყარო:newposts.ge