დიდი წმენდა "ოცნებაში" - მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის შემდეგ, ქუთაისის ვიცე მერიც გადადგა
წმენდა "ოცნებაში" - ქუთაისის ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე თანამდებობას ტოვებს. გადადგომის შესახებ ინფორმაცია მან სოციალური ქსელით გაავრცელა. რა მიზეზით ტოვებს თანამდებობას,თვალთვაძე არაფერს ამბობს.
"მოგესალმებით მეგობრებო, ხვალიდან ვტოვებ მერის მოადგილის თანამდებობას. ვიტყვი,რომ დიდი პატივი იყო ჩემთვის ჩემი ქალაქის სამსახურში ყოფნა. მხოლოდ მცირედით შევძელი ქუთაისისთვის ჩემი წილი ვალის დაბრუნება. ამიტომ, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ქუთაისის სამსახურში ვიქნები. ამ 2 წლისა და 7 თვის მანძილზე, იყო რთული დღეებიც და იყო ძალიან დიდი სიხარულიც, იყო წარმატებაც და წარუმატებლობაც. უბრალოდ, ძალიან დიდი მადლობა ყველას, იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რასაც ყოველთვის ვგრძნობდი და რაც ამ ერთი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მძაფრად მაგრძნობინეთ. ეს საჩუქარი კი, განსაკუთრებული საჩუქარი, ყოველთვის ჩემთან იქნება, როგორც სიმბოლო იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მომავალზე და გეგმებზე კი ხვალ", – წერს თვალთვაძე.
ცნობისთვის, მანამ სანამ, ვიცე მერი გადადგებოდა, თანამდებობები დატოვეს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ.
წყარო:newposts.ge