თეგებით ძიება
15. 07. 2020 News-ები

"კარგად გრძნობს საარჩევნო პროცესს" - "ოცნების" საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

გადაწყვეტილება მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ ერთსულოვნად მიიღო. შეხვედრაში ბიძინა ივანიშვილი ონლაინ რეჟიმში მონაწილეობდა.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძეს ყოველთვის წარმატება უკავშირდება და მან კარგად იცის არჩევნები.


"ის, რომ კობახიძე უხელმძღვანელებს შტაბს, ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რადგან იშვიათია ასეთი დონის პროფესიონალი, რომელიც ასე კარგად გრძნობს საარჩევნო პროცესს. ვფიქრობ, რომ იქნება ის წარმატებული", - ამბობს "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე არის "ქართული ოცნების" ერთერთი გამორჩეული სახე.

"არ უნდა იყოს გასაკვირი ბატონი კობახიძის იმ პოზიციაზე, რომელზეც შეირჩა. ეს არის ძალიან დიდი, საპასუხისმგებლო საქმე, რომელიც მას პარტიამ ჩააბარა", - აცხადებს სოფო კილაძე.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა