თეგებით ძიება
16. 07. 2020 News-ები

საქართველოში მხოლოდ 19%-ს არ ეშინია, რომ საკვების და საყიდლების თანხა არ ექნება - Edison Research

Edison Research-ის იერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 37%-ს ძალიან ეშინია, რომ ახლო მომავალში არ ექნება საკვებისა და საოჯახო საყიდლების შესაძენი თანხა, 44-%-ს კი ოდნავ ეშინია.

მხოლოდ 19% ამბობს, რომ მას ამის საერთოდ არ ეშინია.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა