თეგებით ძიება
16. 07. 2020 News-ები

გადაწყვეტილება მაშინ მახარეს, როცა არ ველოდი, მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის – კოვიდინფიცირებული აბიტურიენტის პირველი კომენტარი

კორონავირუსითინფიცირებული აბიტურიენტი, ანა ონიანი პირველ კომენტარს აკეთებს.

იგი COVID-19-ით ინფიცირების შესახებ ყვება და ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს, თუმცა სიცხე აქვს.

„გამოცდის შემდეგ წავედი ოჯახის ახლობელთან, სადაც დავინფიცირდი, გამოცდაზე კორონავირუსიარ მქონია. გამოცდის ჩაბარების გადაწყვეტილება მაშინ მახარეს, როცა ყველაზე მეტად არ ველოდი.

ბატონი მინისტრიც შეესწრო საუბარს და თავადაც დამელაპარაკა.

დღეს მთელი დღეა ვმეცადინეობ, წამოღებული მქონდა ლექსიკონები. ინგლისური, როგორც ჩემი ასაკის ბავშვების უმრავლესობისთვის, სირთულე არ არის, ამ გამოცდებზე ყველაზე ნაკლებად ვღელავდი, მაგრამ ცხადია ახლა ცოტა უფრო რთული იქნება.

ვიცი, რომ დამკვირვებლის თანდასწრებით ჩვეულებრივ ტესტს დავწერ. ძალიან დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ძალიან მადლიერი ვარ“, – აცხადებს ანა ონიანი.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა