მაიმუნებმა ოჯახი ამოხოცეს- ტრაგიკული შემთხვევა ინდოეთში
ინდოეთში ოჯახის ხუთივე წერვის გარდაცვალების მიზეზი მაიმუნების თავდასხმა გახდა. დედა და მისი ოთხი შვილი თავიანთ სახლში იმ დროს გარდაიცვალნენ როდესაც დიდი რაოდენობით მაიმუნების საცხოვრებლის სახურავზე ზეწოლის შედეგად ჩამოინგრა კედელი. მიღებული ტრავმების შედეგად თითოეული მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის წევრთა უმალვე გარდაცვალების მიზეზი გახდა კედლის ჩამოცვენის დროს აგურების ჩამოვარდნა, რომლებმაც მძინარე დედასა და შვილებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები მიაყენა თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში. TIMES OF INDIA-ს ცნობით, შენობის კედელი ძლიერად შეარხიეს მაიმუნებმა, რამაც შენობა დაანგრია. ადგილობრივი მედია აქვეყნებს TWITTER-ზე კადრებს, სადაც დედასა და მის შვილებს ეძინათ აღნიშული ტრაგიკული ინციდენტის განმავლობაში. თავდასხმას საბედნიეროდ 2 არასრულწლოვანი გადაურჩა.
ცხოველთა მხრიდან მოქალაქეებზე თავდასხმის ფაქტები ხშირია ინდოეთში- გასული წლის აგვისტოში 50 წლის მამაკაცი გადმოაგდეს მაიმუნებმა საკუთარი სახლის ტერასიდან, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა .
წყარო:newposts.ge