თეგებით ძიება
05. 08. 2020 News-ები

ბაჩალიაშვილის ე.წ. შეყვარებული პროგამისტის მეგობარს ემუქრება?

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც ირწმუნება, რომ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულია მარიამ ვარდიაშვილის დაკითხვას მოითხოვს. მისი თქმით, ვარდიაშვილს სახლი აქვს თეთრიწყაროში, სადაც ბაჩალიაშვილის ავტომობილი დააფიქსირეს.
„საინფორმაციო საამსახხური მატყოვინებს, რომ მარიამ ვარდიაშვილს ემუქრებით და ინფორმაციის მოპოვებას ცდილობთ“ - ასე მიმართა დიანა ტრაპაიძემ ტვ „პირველი“ ეთერში ბაჩანა ლობჟანიძეს.

„მე შემიძლია ჩათი გამოვითხოვო და გადავცე საგამოძიებო ორგანოს“, - განაცხადა ლობჟანიძემ.

ლობჟანიძე ირწმუნება, რომ ვარდიაშვილს „მესინჯერში“ მისწერა, თანამშრომლობდა თუ არა გამოძიებასთან, თუმცა ვარდიაშილმა უთხრა, რომ არავის დაუკითხავს.

როგორც ე.წ. შეყვარებული აცხადებს, როდესაც ის თამარის ოჯახში მივიდა და მისი მშობლებს გაესაუბრა, მან იმ ღამესვე მისწერა მარიამ ვარდიაშვილი, რომელმაც დაუდასტურა, რომ მას კავშირები ჰქონდა თეთრიწყაროში.

წყარო: Newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა