თეგებით ძიება
07. 08. 2020 News-ები

ქალი, რომელიც მამაკაცებს მხეცურად კლავდა, ქორწილების რეგისტრატორად მუშაობდა

მარია 1922 წელს, ყირიმში, ჩვეულებრივი გლეხის ოჯახში დაიბადა. ეს კი ნიშნავდა, რომ მას ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა და არც ახალგაზრდობა ჰქონდა გალაღებული – 14 წლის მარია ბაიდამ მიატოვა სკოლა და სამუშაოდ კოლმეურნეობაში წავიდა.

ომის დაწყებისას მარია 19 წლის იყო. პირველივე დღეებში, თავდაჯერებული გოგონა ავიაგამანდგურებლების ბატალიონში მივიდა. იქ ჩაუტარეს ინსტრუქტაჟი და სანიტრად აიყვანეს. აღნაგობაც ხელს უწყობდა ამაში. სანიტრებს ტყვიების წვიმის ქვეშ დაჭრილი მამაკაცები ზურგით უნდა ეთრიათ. მარია კი კოლმეურნეობაში მუშაობის დროს ბოსტნეულით სავსე მოზრდილ ტომრებს მსუბუქად დაათრევდა და არც დაჭრილი მამაკაცის ზურგით ტარება იყო რთული საქმე.

მალე ბაიდა სანიტრობიდან სამედიცინო ინსტრუქტორად გადაიყვანეს და სხვა ექთნების გადამზადება დაავალეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მას თავად აღარ გამოჰყავდა დაჭრილები. უბრალოდ, დამატებითი დატვირთვა დაემატა. როდესაც გერმანელები სევასტოპოლს მიუახლოვდნენ, მარიამ მეთაურებს სთხოვა, დაზვერვაში გადაეყვანათ და მართლაც, გადაიყვანეს.

„მე ვნახე იმდენი სისხლი და ტანჯვა, რომ გული უბრალოდ გამიქვავდა. ვერ დავივიწყებ დანგრეულ სახლებს, დაღუპულ ბავშვებს, მოხუცებს“… – ამბობდა ის მოგვიანებით და ამით ხსნიდა სურვილს, რომ იარაღით ხელში ებრძოლა.

დაზვერვისთვის, მარია ნამდვილი განძი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, სნაიპერი არ იყო, მაგრამ კარგად ისროდა, იცოდა, როგორ უნდა გადაადგილებულიყო შეუმჩნევლად, მშვენივრად ორიენტირებდა და არასოდეს წუწუნებდა. დაჭრილების გამოსაყვანად გერმანელების ცხვირწინ ახერხებდა გაძრომას.

მისი პირველი სასწაული იყო „მოპოვებული“ ეფრეიტორი. ზოგადად, მის მოყვანამდეც, მარიას ბევრჯერ შეუღწევია მტრის ზურგში, შეუმოწმებია პოზიციები ან მოუყვანია მოენე. ერთ-ერთი მოენე იყო სწორედ ობერ-ეფრეიტორი, რომელიც ძალიან ამპარტავანი აღმოჩნდა – სანამ ბაიდა მას თავისიანებისკენ მიათრევდა, მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა, მიუხედევად იმისა, რომ შებორკილი იყო. ვინაიდან ის საკმაოდ ტანმოსული გახლდათ, მარიას დიდი ძალისხევა დასჭირდა მის გადასაყვანად.

მათმა ჩხუბმა მთელი სადაზვერვო ჯგუფი შეაფერხა. შედეგი კი სამწუხარო აღმოჩნდა: სროლის შედეგად, ერთი მეომარი დაიღუპა, ერთი დაიჭრა.

ახალ პოზიციაზე გადასვლისას მარია სამი დღით საქმეს ჩამოაშორეს – უნდა მჯდარიყო და თავის საქციელზე ეფიქრა. ბაიდა მყარად ჩამოჯდა მითითებულ ადგილზე და ფიქრი დაიწყო, მაგრამ ორი საათის შემდეგ დაუძახეს, რადგან პატიმარი უარს ამბობდა კითხვებზე პასუხის გაცემაზე. მარია დაკითხვის ადგილზე მივიდა და ეფრეიტორმა იცნო ქალი, რომელმაც გაიტაცა. ძალიან ანერვიულდა, უცებ მოტყდა და ამის შემდეგ საუბარი უფრო მარტივად დასრულდა. ინფორმაცია აღმოჩნდა ღირებული და მარიას მადლობა გადაუხადეს საჯაროდ.

1942 წლის 8 ივნისის ღამეს, 4 მზვერავისგან შემდგარი ჯგუფი ალყაში აღმოჩნდა. მათ შორის – ოცი წლის მარია. მზვერავებს ვაზნების მარაგი ეწურებოდათ. მარია თხრილზე გადადიოდა მტრის მხარეს და უკან ტყვია-წამლით დატვირთული ბრუნდებოდა. კაცებს თავისი მზერით არ აძლევდა მოდუნების საშუალებას.

მარია კიდევ ერთხელ წავიდა ტყვია-წამალზე, მაგრამ მის გვერდით ყუმბარა აფეთქდა. გოგონამ გააცნობიერა, რომ თავში დაიჭრა და სიბნელეში სადღაც გადაიჩეხა.
როდესაც თვალები გაახილა, უკვე ბნელოდა. მარიას ძალიან ახლოს გერმანული ლაპარაკი მოესმა.

ბაიდამ გააცნობიერა, რომ გერმანელებმა მათი პოზიცია დაიკავეს. მან იარაღი შეამოწმა და უფრო ახლოს მიხოხდა. „მხოლოდ ოცი… ან ცოტა მეტნი არიან, – გაიფიქრა მან. – მართალია, ძნელია ერთდროულად სროლა, რადგან ათეული ტყვე შეიძლება დაზარალდეს, მაგრამ უფრო უნდა მივუახლოვდე, უნდა დავიწყო სროლა ახლო მანძილიდან, მაგრამ ძალიან ცოტა ვაზნა მაქვს“ – ფიქრობდა ის.

ამის შემდეგ გოგონა მოულოდნელად წყვდიადიდან თავს დაესხა გერმანელებს და ავტომატის ჯერი გადაატარა მათ. ტყვიები თითქმის წამში გამოელია, მაგრამ არც შეჩერებულა, ისე აართვა ერთ-ერთ გერმანელს იარაღი და სროლა განაგრძო. ამასობაში ოთხი ოფიცერი დაჭრა, ხოლო ტყვეებმა ისარგებლეს გერმანელების დაბნეულობით და შიშველი ხელებით შეებნენ მათ. ბრძოლის დასრულების შემდეგ, ცოცხლები მხოლოდ ისინი გადარჩნენ, ვინც ტყვედ ჩაბარდა. მარიამ თერთმეტი ნაცისტი დახვრიტა და ოთხი დაჭრილი ავტომატის ჯერით მხეცურად ჩაკლა. „მეზიზღებიან“, – თქვა ხმამაღლა.

ქალი, რომელიც მამაკაცებს მხეცურად კლავდა, ქორწილების რეგისტრატორად მუშაობდა


შემდეგ ტყვეებიც და თავისი თანამებერძოლებიც ბილიკით გაიყვანა სამშვიდობოს. თავში დაჭრილი მარია ჰოსპიტალში მოათავსეს, მაგრამ ორ დღეში იქიდან გამოიქცა და ისევ ფრონტზე ამოყო თავი.

ერთი თვის შემდეგ მარია ტყვედ ჩავარდა. მან გაიარა ყველა დამცირება, რომელიც ომში „ბუნებრივად“ ითვლება. იგი ბახჩისარაის ბანაკში განათავსეს, შემდეგ „სლავუტაში“ გადაგზავნეს, სადაც ცდილობდა იატაკქვეშა მოძრაობის წამოწყებას, მაგრამ ვიღაცამ გასცა, რის გამოც იანვარში გესტაპოს საკანში გადაიყვანეს, ყინულის ოთახში – დაგეგმილი აჯანყებისთვის.

ბაიდამ მხოლოდ 8 მაისს იხილა დღის სინათლე, როცა ბანაკი ამერიკულმა ჯარებმა გაათავსუფლეს. მარია საბჭოთა მხარეს გადასცეს, მაგრამ გოგონას ტუბერკულოზი ჰქონდა და დასუსტებულმა სიარული ვერ შეძლო.

ერთი წლის შემდეგ, მარიამ აღიდგინა ძალები და მიმტანად დაიწყო მუშაობა რესტორანში. პარალელურად, ოპერაციებს იკეთებდა – ყუმბარის ნაწილებს იღებდნენ მისი სხეულიდან.



39 წლისა, მეუღლესთან და შვილებთან ერთად, საცხოვრებლად სევასტოპოლში გადავიდა, იქ მუშაობა ქორწინების სახლში, ქორწილების რეგისტრატორად დაიწყო.

მარია 80 წლისა გარდაიცვალა და ქალიშვილი და შვილიშვილი დარჩა.

წყარო: primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა