თეგებით ძიება
13. 08. 2020 News-ები

შორენა ბეგაშვილი მესამედ გათხოვდა? – ვინ არის კანონიერი ქურდი, რომელსაც შორენა ბეგაშვილი ცოლად გაყვა

ქართული წყაროების ინფორმაციით შორენა ბეგაშვილი მესამედ გათხოვდა. ბეგაშვილმა რამდენიმე კვირის წინ ინსტაგრამ სთორიში გამოაქვეყნა ბრილიანტის ბეჭედი, ახლა კი თურქეთში ისვენებს.

შეგახსენებთ შორენა ბეგაშვილი მეორე ქმარს რამდენიმე თვის წინ დაშორდა, მისი მეორე ქმარი ბიზნესმენი ირაკლი ნანაძე გახლდათ.

გავრცელებული ინფორმაციით ბეგაშვილი ქმარს ლაშა ბარათელის გამო დაშორდა.

მსახიობმა სოციალურ ქსელში ვინმე ლ-ს მადლობაც კი გადაუხადა, რადგან მის შვილს ძვირადღირებული ავტომობილი აჩუქა.

ლაშა ბარათელი ქართველი კანონიერი ქურდია, რომელიც თურქეთში ცხოვრობს.

“პრაიმ კრაიმის” მიერ გამოქვეყნებულ კანონიერ ქურდებს შორის ყველაზე გავლენიანი ქურდების ათეულში შედის.

როგორც გამოცემა იუწყება ის 2014 წელს აკურთხეს კანონიერ ქურდად.

ამბები.ჯი იუწყება, რომ ბეგაშვილს დაუკავშირდა ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ მსახიობმა ტელეფონი გათიშა და ზარებს აღარ პასუხობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა