თეგებით ძიება
17. 08. 2020 News-ები

"ეს თქვენი საქმეა, ჟურნალისტები თქვენ ხართ მე კი არა" - ზურაბიშვილი თბილისიდან მინსკში შესრულებული სპეცრეისის შესახებ

საქართველოდან მინსკში ჩაფრენილი სამთავრობო თვითმფრინავის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.

ჟურნალისტებმა პრეზიდენტს ჰკითხეს დაინტერესდა თუ არა სამთავრობო თვითმფრინავის მიერ მინსკში შესრულებული სპეცრეისით და ფლობს თუ არა ინფორმაციას.

"თქვენ როგორც ჩანს დაინტერესდით და გამოაცხადეთ, რომ მინსკში ვიყავი, გადაამოწმეთ" - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე თუ ვინ იმოფებოდა მინსკში პრეზიდენტი პასუხობს, რომ ეს ჟურნალისტების საქმეა და არა მისი, ამიტომ თავად გაარკვიონ.

სხვა დამატებით დეტალებზე საუბრისგან ზურაბიშვილმა თავი შეიკავა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა