თეგებით ძიება
18. 08. 2020 News-ები

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თინათინ ბერძენიშვილი დაინიშნა

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის მოვალეობას თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს.

ამასთან, არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი დღესვე გამოცხადდება.

როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, ყველა პროცედურა კანონის შესაბამისად გაგრძელდება.

„ეს პროცესი გასავლელია, პროცედურები გაწერილია, მივყვებით კანონმდებლობას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვე-ნახევრის განმავლობაში, ვიდრე იქნება ეს პროცესი, საზოგადოებრივ მაუწყებელში არ იქნება მიღებული რადიკალური ტიპის გადაწყვეტილებები. მივყვებით ჩვენს სტრატეგიულ ამოცანებსა და მიზნებს. ახალი სეზონი უკვე მოვიდა და ყველაფერი მზად არის, რათა დავიწყოთ ახალი სეზონი. ამ კუთხით მინდა ვთქვა, რომ ვიდრე ახალი გენერალური დირექტორი არ იქნება არჩეული, მაუწყებელი სტატუსკვოს შეინარჩუნებს და ამის შემდეგ უკვე დავხვდებით ახალ გენერალურ დირექტორს იმ მოცემულობით, როგორიც გვაქვს დღეს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დღეს დატოვა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა